რეფლექსია


                                            რეფლექსია  პროექტზე
                                           "გარემო და ხელოვნება"
                                                       30
ოქტომბერი
მიმდინარე წლის 24-30 ოქტომბერს  სხვიოტორის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი "გარემო და ხელოვნება".პროექტის განხორციელება განპირობებული იყო იმით,თუ როგორ შეძლებდნენ ბავშვები ბუნებაში ხატვას, პლენერზე მუშაობას.მომარაგებული  ქონდათ ყველა საჭირო რესურსი და მუშაობის პროცესში ცდილობდნენ  გამოემჟღავნებინათ საკუთარი შემოქმედებითი უნარები.

   
30 ოქტომბერს პრაქტიკული გაკვეთილი ბუნებაში ჩავატარეთ. მიცემულ დროში ბავშვები გულმოდგინედ ხატავდნენ, აკვირდებოდნენ გარემოს ,ფერებს,ჩრდილებს , განათებას.ითვალისწინებდნენ ჩემს რჩევებს და მითითებებს.
   
აღნიშნულმა აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია . შეძლებისდაგვარად იმუშავეს , შეასრულეს განსხვავებული ნამუშევრები სხვადასხვა  ხედებით.
       
მუშაობის დასრულების შემდეგ, კლასში მოვაწყვე მათი ნამუშევრების გამოფენა.ბავშვებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.მეც მივეცი რჩევები და მითითებები.
     
პრაქტიკული ნაწილისათვის  გათვალისწინებული  მქონდა  3 საათი.მაგრამ ეს დრო საკმარის არ აღმოჩნდა,ბავშვებმა აღნიშნულ დროში ვერ მოასწრეს სამუშაოს დასრულება .სხვა დროს გავითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს და უფრო მეტ დროს დავუთმობ პრაქტიკულ ნაწილს .
   
სოციალური პროექტის ამსახველი ფოტო მასალა გამოქვეყნებული მაქვს საკუთარ ბლოგზე: https://garemodaxelovneba.blogspot.com/2019/11/blog-post.html

Comments

Popular posts from this blog

გარემო და ხელოვნება