გარემო და ხელოვნება

                      პროექტის სახელწოდება:გარემო და ხელოვნება;
           პროექტის ავტორი- ეკატერინე ზაბახიძე;
სკოლის დასახელება-სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.სხვიტორის საჯარო სკოლა;
პროექტის  განხორციელების ვადა- 2 დღე;
            დაწყების თარიღი-24 ოქტომბერი;
            დასრულების თარიღი-25 ოქტომბერი;
   
პროექტის მიზანი- მოსწავლემ უნდა შეძლოს ნამუშევრის შექმნისას შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები;მასალა,ტექნიკა,მხატვრული სტილი;სხვადასხვამასალისა და ტექნიკის გააზრებულად და სემოქმედებითად გამოყენება.
  პროექტის განხორციელების გზები-გაკვეთილზე ბავშვებს გავაცანი დაზგური ფერწერის ერთ-ერთი  ჟანრი- პეიზაჟი. ვესაუბრე, რომელი მიმდინარეობის მხატვრები მუშაობდნენ ამ ჟანრში,შესრულების როგორი სტილი და მანერა  ჰქონდათ მათ, სად და როდის ჩამოყალიბდა პეიზაჟი დამოუკიდებელ ჟანრად, სად ხატავდნენ ისინი.ავუხსენი რა იყო პლენერზე მუშაობა. ბავსვებს შევთავაზე  გაკვეთილი ბუნებაში ჩაგვეტარებინა მეორე დღეს , 25 ოქტომბერს.მოემარაგებინათ ყველა საჭირო რესურსი და გვემუშავა პლენერზე.მართლაც,შევარჩიეთ ისეთი ადგილი, საიდანაც ჩვენი სოფლის ულამაზესი ხედები მოსჩანდა . ისინი უშუალოდ შესძლებდნენ დაკვირვებოდნენ ბუნებას,გარემოს,ფერებს, განათებას მით უფრო,რომ შემოდგომაზე ბუნებას ათასგვარი ფერი ერევა.
    პროექტის ამოცანები-მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შესაფერისი გარემოს შექმნა და სხვადასხვა  ტიპის საგანმანათლებლო აქტივობების მოფიქრება და განხორციელება.აუცილებელია წინარე ცოდნის გათვალისწინება .
    წინარე ცოდნა-ცნობენ დაზგური ფერწერის სხვადასხვა ჟანრებს, იციან ძირითადი და შედგენილი ,თბილი და ცივი ფერების შესახებ.ხატავენ შეძლებისდაგვარად  სხვადასხვა ჟანრის სურათებს.ურევენ ერთმანეთს ფერებს და იღებენ სხვადასხვა ტონალობის ფერებს.
იციან გუაშითა და აკვარელით ხატვის წესები.
   რესურსი-ფერადი ფანქრები,სახატავი ფურცლები,გუაში, აკვარელი,უბრალო ფანქარი.სათლელი, საშლელი,მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები.
   მონიტორინგი-თვალყურის დევნება და რეკომენდაციების მიცემა მუშაობის პროცესში და საორგანიზაციო საკითხებში.
     მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლე ამოიცნობს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევარს;საუბრობს შესრულების მანერაზე, მის მხატვრულ ღირებულებაზე ,განათებასა და შუქ-ჩრდილებზე.


    რეფლექსია  პროექტზე "გარემო და ხელოვნება"

მიმდინარე წლის 24-25 ოქტომბერს  სხვიოტორის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი "გარემო და ხელოვნება".პროექტის განხორციელება განპირობებული იყო იმით,თუ როგორ შეძლებდნენ ბავშვები ბუნებაში ხატვას, პლენერზე მუშაობას.მომარაგებული  ქონდათ ყველა საჭირო რესურსი და მუშაობის პროცესში ცდილობდნენ  გამოემჟღავნებინათ საკუთარი შემოქმედებითი უნარები.

   25 ოქტომბერს პრაქტიკული გაკვეთილი ბუნებაში ჩავატარეთ. მიცემულ დროში ბავშვები გულმოდგინედ ხატავდნენ, აკვირდებოდნენ გარემოს ,ფერებს,ჩრდილებს , განათებას.ითვალისწინებდნენ ჩემს რჩევებს და მითითებებს.
    აღნიშნულმა აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია . შეძლებისდაგვარად იმუშავეს , შეასრულეს განსხვავებული ნამუშევრები სხვადასხვა  ხედებით.
        მუშაობის დასრულების შემდეგ, კლასში მოვაწყვე მათი ნამუშევრების გამოფენა.ბავშვებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.მეც მივეცი რჩევები და მითითებები.
     პრაქტიკული ნაწილისათვის  გათვალისწინებული  მქონდა  2 საათი.მაგრამ ეს დრო საკმარის არ აღმოჩნდა,ბავშვებმა აღნიშნულ დროში ვერ მოასწრეს სამუშაოს დასრულება .სხვა დროს გავითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს და უფრო მეტ დროს დავუთმობ პრაქტიკულ ნაწილს .
   

Comments

Popular posts from this blog

რეფლექსია